ვაკის ფილიალის მენეჯერი

კლინიკა ენმედიცი აცხადებს ვაკანსიას ვაკის ფილიალის მენეჯერის პოზიციაზე.


აუცილებელი მოთხოვნები:

• უმაღლესი განათლება ( სამედიცინო მიმართულებით ან ჯანდაცვის ადმინისტრირების მიმართულებით ) - სასურველია;

• მინიმუმ 2 წლიანი სამუშაო გამოცდილება მსგავს პოზიციაზე;

უფლება- მოვალეობები

• კლინიკის ყოველდღიური საქმიანობის ორგანიზება და კონტროლი;

• პაციენტთა მომსახურების პროცესის მართვა და ხარისხის მონიტორინგი;

• სამედიცინო და ადმინისტრაციული პერსონალის კოორდინაცია;

• ჩანაწერებისა და ანგარიშგების წარმოება შინაგან და გარე სტრუქტურებთან;

• ფინანსურ-ადმინისტრაციული პროცესების ზედამხედველობა;

• მენეჯმენტთან ანგარიშგება და ოპტიმიზაციის ინიციატივების შეთავაზება.

პიროვნული უნარები:

• ლიდერობისა და გუნდური მუშაობის უნარი;

• სტრესულ სიტუაციებში სწრაფი და გააზრებული გადაწყვეტილების მიღების უნარი;

• პასუხისმგებლიანი, ორგანიზებული და შედეგზე ორიენტირებული მიდგომა.


მისამართი: ქ. თბილისი. არაყიშვილის ქ. N2

სამუშაო განრიგი: ორშაბათი- პარასკევი, 09:00-17:00 სთ.

სახელფასო რეინჯი : 1500 - 2000 ლარი ( net).


თქვენს მიერ გამოგზავნილი პერსონალური მონაცემები დამუშავდება და შეინახება საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესის შესაბამისად.


დაინტერესებულ კანდიდატებს გთხოვთ, თქვენი CV გამოგზავნოთ შემდეგ ელექტრონულ მისამართზე: �� [email protected]

სათაურის ველში მიუთითეთ პოზიციის დასახელება – ვაკის ფილიალის მენეჯერი.

გისურვებთ წარმატებას!