ოფთალმოლოგია
4 врачей
ოფთალმოლოგია მედიცინის დარგია, რომლის მხედველობის სისტემის ანატომიის და ფიზიოლოგიის, ნორმისა და პათოლოგიებს შესწავლის. ოფთალმოლოგია მოიცავს: თვალის დაავადებების, დიაგნოსტირების, მკურნალობისა და პროფილაქტიკის მეთოდებს. კლინიკა ენმედიცის ოფთალმოლოგიის განყოფილება აღჭურვილია თანამედროვე ოფთალმოლოგიური ხელსაწყოებითა და აპარატურით, მათ შორის, მსოფლიოში აღიარებული: Zeiss, Tomey, Quantel Medical ბოლო თაობის სადიაგნოსტიკო და სამკურნალო აპარატურით. ოფთალმოლოგიური კვლევები: ვიზიომეტრია, რეფრაქციის დადგენას (მხედველობის შემოწმება); კერატორეფრაქტომეტრია (სათვალის შერჩევას და კონტაქტური ლინზების დანიშვნას); ბიომიკროსკოპია, თვალის წინა ნაწილის დათვალიერება (რქოვანას დათვალიერება, თვალის სიმშრალე, კონუქტივიტი, კატარაქტა სხვ.); თვალის წნევის გაზომვა; უცხო სხეულის ამოღება რქოვანადან და კონიუნქტივის ღრუდან; ოფთალმოსკოპია, თვალის ფსკერის დათვალიერება; თვალის წინა ნაწილი ( მშრალი თავლის სინდრომი, კონიუნქტივისა და რქოვანას დაავადებები); რეფრაქციული მანკების მართვა (მიოპია, ჰიპერმეტროპია, ასტიგმატიზმი); კატარაქტა ; გლაუკომა ; ორბიტოპათია ; რეტინა, ბადურა გარსის დაავადებები (დიაბეტური რეტინოპათია); უვეიტები. პროფესიონალთა გუნდი უახლესი ტექნოლოგიებითა და უნიკალური სადიაგნოსტიკო და ქირურგიული საშუალებებით უზრუნველყოფენ მკურნალობის საუკეთესო შედეგებს. ცენტრი ბოლო თაობის აპარატურით გთავაზობთ ისეთ მაღალტექნოლოგიურ კვლევებს, როგორიცაა: ოპტიკურ კოჰერენტული ტომოგრაფია (OCT) ZEISS CIRRUS FOTO – ბადურის ცენტრალური უბნის, მხედველობის ნერვის გლაუკომატოზური ცვლილებების და თვალის წინა სეგმენტის პათოლოგიების დასადგენად; ფლუორესცენტული ანგიოგრაფია – თვალის ფსკერის სისხლძარღვოვანი პათოლოგიების მაღალტექნოლოგიური კვლევა; ულტრაბგერითი დიაგნოსტიკა - B სკანი (Sonomed) – თვალის უკანა მონაკვეთის ექოსკოპია, კომპიუტერული პერიმეტია (TOMEY)- მხედველობის ველის დაზიანებების კომპიუტერული ანალიზი; ოპტიკური ბიომეტრი Tomey ( OA-2000 Optical Biometer)– კატარაქტის ოპერაციისთვის ხელოვნური ბროლის ნომრის მაღალი სიზუსტით გამოსათვლელად; კლინიკაში მსოფლიოში არსებული უმაღლესი სტანდარტებით ტარდება: კატარაქტის უნაკერო, ულტრაბგერითი ოპერაცია. ფაკოემულსიფიკაცია ბროლების იმპლანტაციით შემდეგი პათოლოგიების დროს: ასაკობრივი კატარაქტა; ტრავმული კატარაქტა; გართულებული კატარაქტა; მეორადი კატარაქტის ლაზერული მკურნალობა – YAG ლაზერული კაფსულოტომია. Quantel MedicalQuantel Medical Optimis Fusion Yag/SLT Laser) ანტიგლაუკომატოზური ოპერაციები: წინა საკანზე შუნტის დადების ოპერაცია; ტრაბეკულოტომია ირიდექტომიით, ტრაბეკულოპლასტიკა; გალუკომის ლაზერული მეთოდით მკურნალობა:Quantel MedicalQuantel Medical Optimis Fusion Yag/SLT Laser) წინა ვიტრექტომია; ფრთისებრი აპკის ამოკვეთა და კონიუნქტივის ტრანსპლანტირება; ქალაზიონის გაკვეთა; ქუთუთოს პლასტიკა. კლინიკა ,,ენმედიციში“ წარმოებს ოფთალმოლოგებისა და ენდოკრინოლოგების მიერ ერთობლივი მართვა ენდოკრინულ პათოლოგიებთან ასოცირებული თვალის დაავადებების, როგორიცაა დიაბეტური რეტინოპათია, გრეივსის ორბიტოპათია უახლესი გაიდლაინების მიხედვით.