კლინიკა ენმედიცმა AACI-ის ამერიკული აკრედიტაცია წარმატებით გაიარა
.png&w=3840&q=75)
კლინიკა ენმედიცი კიდევ ერთხელ ამტკიცებს, რომ საქართველოში წამყვანი, საუკეთესო ენდოკრინოლოგიური კლინიკაა. American Accreditation Commission International-ის (AACI) აკრედიტაციის წარმატებით გავლა ადასტურებს, რომ ჩვენი სამედიცინო მომსახურება შეესაბამება საერთაშორისო სტანდარტებსა და მაღალი ხარისხის კრიტერიუმებს.
რა არის AACI და რატომ არის ის მნიშვნელოვანი?
AACI მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე ავტორიტეტული სააკრედიტაციო ორგანიზაციაა, რომელიც შედის საქართველოს ჯანდაცვის სამინისტროს მიერ რეკომენდებულ ორგანიზაციათა სიაში.
მისი სერტიფიკატით დაჯილდოებული არიან მხოლოდ ამერიკისა და ევროპის წამყვანი კლინიკები, რაც კიდევ ერთხელ უსვამს ხაზს ენმედიცის მაღალი პროფესიონალიზმისა და ინოვაციური მიდგომების ერთგულებას.
პაციენტებისთვის ეს ნიშნავს:
უსაფრთხო და სანდო სამედიცინო მომსახურებას
მკურნალობასა და დიაგნოსტიკას, რომელიც ეყრდნობა საერთაშორისო პროტოკოლებს
ინოვაციური ტექნოლოგიებით ზუსტ და სწრაფ დიაგნოზს
ოფიციალური სერტიფიკატის გადაცემა
აკრედიტაციის სერტიფიკატის გადაცემის ცერემონია სასტუმრო „ჰოლიდეი ინ“-ში გაიმართა, სამედიცინო ასოციაციების გაერთიანების საერთო კრებაზე, რომელსაც ესწრებოდა 32 ასოციაციის 100-ზე მეტი წარმომადგენელი. ენმედიცი, სხვა 7 წარმატებულ კლინიკასთან ერთად, ოფიციალურად დაჯილდოვდა AACI-ის სერტიფიკატით.
გუნდის ერთობლივი წარმატება
ეს წარმატება უპირველესად კლინიკა ენმედიცის პროფესიონალი გუნდის დაუღალავი შრომის შედეგია.
კლინიკამ თანამშრომლებს მადლიერების ნიშნად გადასცა სამახსოვრო სიგელები, რაც კიდევ ერთხელ უსვამს ხაზს, რომ ენმედიცი თითოეული თანამშრომლის ღვაწლს დიდ მნიშვნელობას ანიჭებს.