წესები და პირობები

 წინამდებარე დოკუმენტი არის enmedic.ge-ს ვებგვერდით სარგებლობის წესები და პირობები.

წინამდებარე დოკუმენტი არის ორმხრივად მავალდებულებელი ხელშეკრულება, რომელიც ფორმდება მომხმარებელსა და შპს აკ. ვ. ივერიელის სახელობის ენდოკრინოლოგია, მეტაბოლოგია, დიეტოლოგიის ცენტრ ენმედიცს შორის.  შპს აკ. ვ. ივერიელის სახელობის ენდოკრინოლოგია, მეტაბოლოგია, დიეტოლოგიის ცენტრ ენმედიცი (ს.ნ. 206047400) რეგისტრირებული მისამართი თბილისი, წინანდლის 9-11. 

შპს აკ. ვ. ივერიელის სახელობის ენდოკრინოლოგია, მეტაბოლოგია, დიეტოლოგიის ცენტრი წინამდებარე სარგებლობის წესებსა და პირობებში, კონფიდენციალურობის პოლიტიკაში და ყველა სხვა სახელმძღვანელოსა და ინსტრუქციაში შემდგომში მოხსენიებული იქნება როგორც „enmedic.ge”.

Enmedic.ge-ს ვებგვერდით სარგებლობის წესები და პირობები, მასში შეტანილ ცვლილებებთან და enmedic.ge-ს სხვა რეგულაციებთან ერთად წარმოადგენენ ერთიან დოკუმენტს და განხილულ უნდა იქნეს როგორც მომხმარებელთან გაფორმებული ერთიანი ხელშეკრულება.

ვებგვერდზე რეგისტრაციის დროს მომხმარებელი ეთანხმება და აღიარებს წინამდებარე წესებსა და პირობებს, კონფიდენციალურობის პოლიტიკას, ასევე აცხადებს თანხმობას, გავრცელდეს მასზე მათი სამართლებრივი ძალა.

იმ შემთხვევაში, თუ მომხმარებელი არ ეთანხმება enmedic.ge-ს სამართლებრივი დოკუმენტების შინაარსს, შეუძლია არ გამოიყენოს ვებგვერდი, თუმცა, ამასთან enmedic.ge მომხმარებელს მიმართავს თხოვნით, შენიშვნები მიაწოდოს ელექტრონულ ფოსტაზე.

დამატებითი კითხვების, პრეტენზიის, თხოვნის შემთხვევაში, მომხმარებელს შეუძლია enmedic.ge-ს დაუკავშირდეს ელექტრონული ფოსტის მეშვეობით. enmedic.ge-ს გუნდი მზად არის მომხმარებელს კითხვებზე გასცეს დეტალური პასუხი.

ᲢᲔᲠᲛᲘᲜᲗᲐ ᲒᲐᲜᲛᲐᲠᲢᲔᲑᲐ

წინამდებარე წესებსა და პირობებში გამოყენებულ ტერმინებს გააჩნიათ შემდეგი მნიშვნელობა:

ვებგვერდზე ანგარიშის გახსნით მომხმარებელს ეძლევა საშუალება, დაჯავშნოს ექიმთან ვიზიტი, გამოიძახოს ბინაზე ლაბორატორია და ისარგებლოს enmedic.ge-ზე განთავსებული სხვა სერვისებითა და შეთავაზებებით.
მომხმარებლის მიერ მომსახურეობის სერვისის თითოეული შემთხვევა წარმოადგენს ცალკეულ გასაწევ მომსახურეობას, რომლის მხარეები არიან ვებგვერდის ავტორიზებული მომხმარებელი და შპს აკ. ვ. ივერიელის სახელობის ენდოკრინოლოგია, მეტაბოლოგია, დიეტოლოგიის ცენტრი ენმედიცი . შეკვეთის გაფორმებისას გენერირდება მომსახურეობის სახე, მისი ღირებულება და მიღების ფორმა.

ᲠᲔᲒᲘᲡᲢᲠᲐᲪᲘᲐ

Enmedic.ge-ზე ნებისმიერი სერვისის მისაღებად საჭიროა ვებგვერდზე რეგისტრაცია, რისთვისაც აუცილებელია სარეგისტრაციო ფორმის შევსება შემდეგი მონაცემების მითითებით:

მომხმარებელს რეგისტრაციის გავლა ვებგვერდზე შეუძლია სერვისის მიღების პროცესში და ასევე მიღებამდე.

სერვისის მიღებამდე რეგისტრაცია/ავტორიზაცია ხდება მას მერე რაც მომხმარებელი ვებგვერდის მთავარი მენიუდან აირჩევს სისტემაში “შესვლას“.

ᲛᲝᲛᲮᲛᲐᲠᲔᲑᲔᲚᲘ ᲐᲓᲐᲡᲢᲣᲠᲔᲑᲡ ᲓᲐ ᲘᲫᲚᲔᲕᲐ ᲒᲐᲠᲐᲜᲢᲘᲐᲡ, ᲠᲝᲛ:

მომხმარებლის მიერ მოთხოვნის გაფორმება და სერვისის მიღება

მომხმარებლის მიერ ექიმთან ვიზიტის დაჯავშნისას ან და ლაბორატიული სერვსების ბინაზე გამოძახებისას, ახალი მომხმარებლის შემთხვევაში, საჭირო იქნება რეგისტრაციის გავლა, რაც გულისხმობს შემდეგი ინფორმაციის მითითებას: ელექტრონული ფოსტა, სახელი, გვარი, მობილურის ნომერი, სისტემაში შესასვლელი პაროლი.

ექიმთან ვიზიტის დაჯავშნისას, რეგისტრირებულ მომხმარებელს, შეუძლია ჯავშანი 18 წლამდე, არასწრულწლოვან პირსაც გაუფორმოს “ახალი პაციენტი”-ის ღილაკის საშუალებით, სადაც უნდა დაამატოს შემდეგი ინფორმაცია: სახელი, გვარი, პირადი ნომერი, პირადობის გამცემი ქვეყანა, დაბადების თარიღი.

Enmedic.ge-ზე ნებისმიერი სერვისის შერჩევის შემდეგ მომხმარებელი სერვისის საფასურის გადახდის მიზნით გადამისამართდება ანგარიშსწორების გვერდზე. ანგარიშსწორების განხორციელებამდე მომხმარებელი ვალდებულია გადაამოწმოს მის მიერ მითითებული ინფორმაციის სისწორე, რათა თავიდან აირიდოს მომავალში შექმნილი ხარვეზი. არასწორი/არასრული ინფორმაციის მითითების შემთხვევაში სერვისის შეფერხების თაობაზე პასუხისმგებლობა ეკისრება მომხმარებელს.

მომხმარებელს მის მიერ შერჩეული სერვისის სტატუსზე ინფორმაციის ნახვა შეუძლია მის პირად კაბინეტში. 

Enmedic.ge იტოვებს უფლებამოსილებას უარი თქვას ან გააუქმოს მომხმარებლის ჯავშანი თაღლითობის, უნებართვო ან უკანონო ტრანზაქციაზე ეჭვის არსებობის შემთხვევაში.

ᲛᲝᲛᲡᲐᲮᲣᲠᲔᲑᲘᲡ ᲛᲘᲦᲔᲑᲐ

შეძენილი სერვისის მიღება მომხმარებელს შეუძლია კლინიკის სამუშაო დღეებსა და საათებში.

Enmedic.ge-ის ვებგვერდზე ექიმთან ვიზიტის დაჯავშნა შესაძელებლია ვებგვერდზე განთავსებულ თავისუფალ დროებში. 

ᲐᲜᲒᲐᲠᲘᲨᲡᲬᲝᲠᲔᲑᲘᲡ ᲬᲔᲡᲘ

ანგარიშსწორება ხორციელდება როგორც უნაღდო ისე ნაღდი ანგარიშსწორების გზით.

სერვისის შერჩევის შემდეგ მომხმარებელი ვებგვერდიდან გადამისამართდება ანგარიშსწორების გვერდზე, სადაც უთითებს propria (truncated) ...