მოლარე-რეგისტრატორი

კლინიკა ენმედიცი აცხადებს მოლარე-რეგისტრატორის ვაკანსიას
ადგილმდებარეობა: დიღმის მასივი (ლუბლიანას ქ. N38ა)
საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
· უმაღლესი განათლება (სასურველია სამედიცინო მიმართულებით)
· დასაქმების ისტორია -( გამოცდილება მსგავს პოზიციაზე სამედიცინო დაწესებულებაში ჩაითვლება უპირატესობად.)
· MS Office-ს კარგი ცოდნა.
ძირითადი ფუნქციები და მოვალეობები:
პაციენტების გამოკითხვა, იდენტიფიცირება და მათი სამედიცინო მომსახურების დაფინანსების წყაროს გარკვევა.
პაციენტის რეგისტრაცია შესაბამის პროგრამაში , ანგარიშსწორება მაქსიმალური სიზუსტით მომსახურების ხარისხის სტანდარტების დაცვით.
პირადობის მოწმობის მონაცემების, მიმართვის ბარათის, სადაზღვევო პოლისის, საგარანტიო წერილის მონაცემთა ბაზაში შეტანა/გადამოწმება;
სალარო აპარატის ჩეკის გაცემა, მომსახურების საფასურის გადახდის ქვითრის შესაბამისად;
პაციენტის მომსახურებასთან დაკავიშრებული სამედიცინო და ფინანსური დოკუმენტაციის წარმოება , არქივაცია/შენახვა არსებული წესების დაცვით.
დამატებითი მოთხოვნები;
კომუნიკაბელური, მოწესრიგებული, თავაზიანი.
სტრესულ გარემოში მუშაობის უნარი;
დეტალებზე ორიენტირებული.
სამუშაო გრაფიკი: ორშაბათიდან-პარასკევის ჩათვლით 09:00-დან 17:00-მდე.
შაბათი: 09:00-დან 15:00-მდე.
ანაზღაურება: 1000 ლარი (ხელზე)
თქვენ მიერ გაგზავნილი პერსონალური მონაცემები დაექვემდებარება დამუშავებასა და შენახვას საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესის შესაბამისად.
დაინტერესებულ კანდიდატებს გთხოვთ თქვენი CV ფოტოსურათთან ერთად გამოგზავნოთ შემდეგ ელექტრონულ მისამართზე [email protected] სათაურის ველში მიუთითეთ პოზიციის დასახელება.