მოლარე-რეგისტრატორი

ჩვენ ვეძებთ ორგანიზებულ და პასუხისმგებლიან თანამშრომელს, რომელიც იზრუნებს პაციენტების ოპერატიულ და თავაზიან მომსახურებაზე.
საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
უმაღლესი განათლება (სასურველია სამედიცინო მიმართულებით)
სასურველია 1 წლიანი სამუშაო გამოცდილება სამედიცინო დაწესებულებაში მსგავს პოზიციაზე
MS Office-ის კარგი ცოდნა
ძირითადი ფუნქციები და მოვალეობები:
პაციენტების ოპერატიული და თავაზიანი მომსახურება
პაციენტების გამოკითხვა, იდენტიფიცირება და მათი სამედიცინო მომსახურების დაფინანსების წყაროს გარკვევა
პაციენტების ინფორმირება სამედიცინო მომსახურების ღირებულების შესახებ
სალარო აპარატის ჩეკის გაცემა და გადახდის ქვითრის შესაბამისობა
პირადობის მოწმობის, მიმართვის ბარათის, სადაზღვევო პოლისის, საგარანტიო წერილის მონაცემების ბაზაში შეტანა/გადამოწმება
სადაზღვევო კომპანიიდან წინასწარი შეტყობინების ან/და მიმართვის ბარათის არსებობის შემთხვევაში ინფორმაციის გადამოწმება და საჭირო დოკუმენტაციის მომზადება პირობების შესაბამისად
დამატებითი მოთხოვნები:
პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა
ორგანიზებულობა და დისციპლინირებულობა
ენერგიულობა
სტრესულ გარემოში მუშაობის უნარი
დეტალებზე ორიენტირებულობა
სამუშაო განრიგი: ორშაბათი - პარასკევი; 09:00-15:00.
ანაზღაურება: 1100 ლარი
გაიგე მეტი: კლინიკა ენმედიცი
თქვენ მიერ გაგზავნილი პერსონალური მონაცემები დაექვემდებარება დამუშავებასა და შენახვას საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესის შესაბამისად.