რევმატოლოგია
2 ექიმი
რევმატოლოგია შეისწავლის და მკურნალობს სახსრების, ძვლებისა და შემაერთებელი ქსოვილების დაავადებებს.ამ მიმართულებით მომუშავე სპეციალისტს კი რევმატოლოგი ჰქვია. ამ სფეროში განსაკუთრებული ყურადღება ექცევა აუტოიმუნურ დაავადებებს, როგორიცაა რევმატოიდული ართრიტი, ლუპუსი და ფსორიაზული ართრიტი.
რევმატოლოგიური პრობლემები არა მხოლოდ ტკივილსა და დისკომფორტს იწვევს, არამედ შეიძლება სერიოზული გავლენა ჰქონდეს ცხოვრების ხარისხზეც - ეს კი ამ დარგს კიდევ უფრო მეტად მნიშვნელოვანს ხდის.რატომ არის საჭირო ძლიერი რევმატოლოგი?
რევმატოლოგიური დაავადებები ხშირად რთულად დიაგნოსტირებადია და ხანგრძლივ მკურნალობის პროცესსაც მოითხოვს. სწორედ ამიტომ, ძლიერი რევმატოლოგი და მის მიერ პროფესიონალური დახმარება გადამწყვეტია. გამოცდილი სპეციალისტი ზუსტად განსაზღვრავს დიაგნოზს, ადგენს მკურნალობის ინდივიდუალურ გეგმას და პერიოდულად აკონტროლებს პაციენტის მდგომარეობას. არასწორად შერჩეულმა მკურნალობამ შესაძლოა დაავადების პროგრესირება გამოიწვიოს, ამიტომ მნიშვნელოვანია, რომ ექიმი მაღალი კვალიფიკაციისა და გამოცდილების მქონე იყოს.
როგორ შევარჩიოთ ყველაზე კარგი რევმატოლოგი?
მკურნალობა, მიუხედავად ექიმის პროფესიონალიზმისა და კვალიფიკაციისა, მაინც ინდივიდუალური გამოცდილებაა. ამიტომაც ყველაზე კარგი რევმატოლოგი, გარდა პრობლემის სწორად მართვისა, პაციენტისთვის კომფორტულ გარემოსაც უნდა ქმნიდეს.
თქვენთვის სპეციალისტის არჩევისას ყურადღება უნდა მიაქციოთ რამდენიმე მნიშვნელოვან ფაქტორს. მაგალითად:
გამოცდილება და კვალიფიკაცია;
მიმოხილვები და რეკომენდაციები – მსგავსი ინფორმაცია შეიძლება მოიძიოთ თემატურ ჯგუფებში, სოციალურ ქსელებში ან მოისმინოთ სანდო ადამიანების რეკომენდაციები;
მკურნალობის თანამედროვე მეთოდები და სამუშაო კლინიკა - მნიშვნელოვანია, რომ მკურნალი ექიმი უახლოეს ტექნოლოგიას იყენებდეს და ჰქონდეს როგორც კვალიფიკაცია, ისე შესაბამისი აპარატურა კლინიკაში.
სწორად შერჩეული რევმატოლოგი უმნიშვნელოვანეს როლს ასრულებს როგორც დაავადების მართვაში, ისე პაციენტის ცხოვრების ხარისხის გაუმჯობესებაში. ამიტომაა მნიშვნელოვანი, რომ არჩევანი გააკეთოთ გამოცდილ და კვალიფიციურ პროფესიონალზე.