დერმატო-ვენეროლოგია

3 ექიმი

დერმატო-ვენეროლოგია არის მედიცინის დარგი, რომელიც შეისწავლის კანის, თმის, ფრჩხილების, ლორწოვანი გარსების და სქესობრივი გზით გადამდები დაავადებების დიაგნოსტიკას, მკურნალობას და პრევენციას.

კანის, თმისა და ფრჩხილების ცვლილებები ხშირად პირველი ნიშნებია ორგანიზმში მიმდინარე ზოგადი პათოლოგიური პროცესების, ამიტომ დერმატო-ვენეროლოგთან დროული ვიზიტი მნიშვნელოვანია არა მხოლოდ ესთეტიკური, არამედ ჯანმრთელობის კუთხითაც.

დერმატო-ვენეროლოგიური სიმპტომები, რომელთა არსებობის შემთხვევაში აუცილებელია სპეციალისტთან კონსულტაცია:

  • გამონაყარი (წითელი, ქავილიანი, თეთრი, სითხიანი ბუშტუკები და სხვ.)

  • ქავილი სხეულზე

  • კანის, ფრჩხილებისა და თმის ფერისა და სტრუქტურის ცვლილებები

  • თმის ცვენა

  • პიგმენტური ლაქები

  • ფრჩხილების მტვრევა, სქელდება ან ფერის შეცვლა

  • კანის გაღიზიანება/სიწითლე

  • გამონაყარი სასქესო ორგანოებზე

  • წვა, ქავილი ან გამონადენი სასქესო ტრაქტიდან

დერმატო-ვენეროლოგიური დაავადებები მოიცავს:

  • აკნე

  • სეფორეული დერმატიტი

  • ატოპიური დერმატიტი

  • სოკოვანი ინფექციები

  • ვირუსული ინფექციები (ჰერპესი, HPV და სხვ.)

  • ბაქტერიული კანის ინფექციები

  • ფსორიაზი

  • როზაცეა

  • სქესობრივი გზით გადამდები ინფექციები (ქლამიდიოზი, გონორეა, სიფილისი, ტრიქომონიაზი და სხვ.)

კლინიკა ენმედიცში ტარდება შემდეგი კვლევები:

  • კანის დერმატოსკოპია

  • კანის ალერგოლოგიური ტესტირება

  • ანალიზები სქესობრივი გზით გადამდებ ინფექციებზე

  • კანისა და ლორწოვანი გარსების ბიოფსია

  • ჰისტოლოგიური და მიკრობლიოლოგიური კვლევები

  • პაპ ტესტი (ქალებისთვის)

  • HPV-ის გენოტიპირება

დერმატო-ვენეროლოგიური სერვისი ეფუძნება თანამედროვე გაიდლაინებსა და ინდივიდუალურ მიდგომას თითოეული პაციენტის მიმართ.

ექიმები

female Doctor Image

ვერიკო აბრალავა

დერმატო-ვენეროლოგი

male Doctor Image

ელგუჯა ბერაია

დერმატო-ვენეროლოგი

female Doctor Image

ვიოლეტა ტაბიძე

დერმატო-ვენეროლოგი