მამოლოგია
1 ექიმი
მამოლოგია არის მედიცინის სფერო, რომელიც სწავლობს სარძევე ჯირკვლების სტრუქტურას, ფუნქციას, დაავადებებს და მათ მკურნალობას. მამოლოგის როლი განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ისეთი პათოლოგიების პრევენციასა და დროულ გამოვლენაში, როგორებიცაა კეთილთვისებიანი და ავთვისებიანი სიმსივნეები, კისტები, მასტოპათია და მკერდთან დაკავშირებული სხვა დაავადებები.
კარგი მამოლოგი არა მხოლოდ მკურნალობს დაავადებებს, არამედ კონსულტაციას უწევს პაციენტებს, ასწავლის მათ მკერდის გასინჯვის მეთოდებს და ხელს უწყობს დაავადებების პრევენციას. სწორედ ამიტომ მამოლოგის კონსულტაცია აუცილებელია როგორც პროფილაქტიკისთვის, ისე საეჭვო სიმპტომების დროს.
რატომ არის მნიშვნელოვანი მამოლოგის კონსულტაცია?
მკერდის სკრინინგი ერთ-ერთი ყველაზე ეფექტური მეთოდია სიმსივნეების და სხვა პათოლოგიების ადრეულ ეტაპზე გამოსავლენად. რაც უფრო ადრე ხდება დაავადების აღმოჩენა, მით უფრო მაღალია მისი წარმატებული მკურნალობის ალბათობა.
რეგულარული სკრინინგი განსაკუთრებით მნიშვნელოვანია 40 წლის შემდეგ, თუმცა სპეციალისტები გვირჩევენ, რომ მამოლოგის კონსულტაცია პერიოდულად უფრო ახალგაზრდებმაც გაიარონ, განსაკუთრებით თუ მათ ოჯახში მკერდის დაავადებების ისტორია არსებობს.
როგორ მკურნალობს მამოლოგი?
კარგი მამოლოგი იმის მიხედვით ნიშნავს მკურნალობასაც, რამდენად რთულია მდგომარეობა. ცხადია, დაავადების ტიპისა და სიმძიმის მიხედვით მკურნალობის სხვადასხვა მეთოდი გამოიყენება:
მედიკამენტოზური თერაპია – ხშირად ინიშნება ჰორმონული დისბალანსის დროს ან ანთებითი პროცესების სამკურნალოდ.
ქირურგიული ჩარევა – გამოიყენება, როდესაც კეთილთვისებიანი ან ავთვისებიანი წარმონაქმნის ამოკვეთა აუცილებელია.
სხივური და ქიმიოთერაპია – ძირითადად ინიშნება სიმსივნური პროცესების სამკურნალოდ, განსაკუთრებით თუ დაავადება პროგრესირებს.
პროფილაქტიკისთვის და მკურნალობის დროულად დასაწყებად მნიშვნელოვანია საუკეთესო მამოლოგი ვიპოვოთ,, რომელიც სწორ დიაგნოზს დასვამს და შესაბამის მკურნალობას შეარჩევს. სწორედ ამიტომ, სპეციალისტის არჩევისას მის პროფესიონალიზმს, რეკომენდაციებსა და სამუშაო ადგილს დიდი ყურადღება უნდა მიაქციოთ.