უროლოგია

1 ექიმი

უროლოგია არის მედიცინის დარგი, რომელიც შეისწავლის და მკურნალობს შარდ-სასქესო სისტემის დაავადებებს როგორც მამაკაცებში, ისე ქალებში. უროლოგის კომპეტენციაში შედის შარდის ბუშტის, თირკმელების, შარდსადენების, პროსტატას, სათესლე ჯირკვლების და გარე სასქესო ორგანოების პათოლოგიების დიაგნოსტიკა და მკურნალობა.

უროლოგთან კონსულტაცია რეკომენდებულია შემდეგი სიმპტომების ან მდგომარეობების არსებობისას:

  • ხშირი შარდვა ან შარდის შეკავება

  • წვა ან ტკივილი შარდვის დროს

  • სისხლი შარდში

  • შარდის უკონტროლო დაქცევა

  • თირკმლის ან შარდის ბუშტის კენჭები

  • პროსტატის გადიდება

  • მენჯის მიდამოს ტკივილი

  • მამაკაცებში ერექციული დისფუნქცია ან უნაყოფობა

უროლოგიური დაავადებები მოიცავს:

  • შარდსასქესო გზების ინფექციები (ცისტიტი, პიელონეფრიტი, ურეთრიტი)

  • პროსტატიტი და კეთილთვისებიანი ჰიპერპლაზია

  • თირკმლისა და შარდის ბუშტის კენჭოვანი დაავადება

  • ონკოლოგიური დაავადებები (თირკმლის, შარდის ბუშტის, პროსტატის კიბო)

  • მამაკაცური უშვილობა და სექსუალური დისფუნქცია

კლინიკა ენმედიცში უროლოგიური მომსახურება მოიცავს თანამედროვე დიაგნოსტიკურ და თერაპიულ მიდგომებს, მათ შორის ულტრაბგერით კვლევებს, ლაბორატორიულ ანალიზებს, ცისტოსკოპიასა და საჭიროებისამებრ ქირურგიულ ჩარევებს.

ექიმები

male Doctor Image

გიორგი მამასახლისი

უროლოგი