საოჯახო მედიცინა
4 ექიმი
საოჯახო მედიცინა, ის დარგია, რომლითაც ერთხელ მაინც ყველას უსარგებლია. ნებისმიერი ჩივილის დროს, როგორც წესი, თავდაპირველად ჩვენი ოჯახის ექიმთან მივდივართ და მისგან ვისმენთ რეკომენდაციას - რომელი სპეციალისტი შეიძლება დაგვეხმაროს, რა კვლევები შეიძლება დაგვჭირდეს და როგორ უნდა დაიგეგმოს გამოჯანმრთელების პროცესი.
სეზონური გრიპებით დაწყებული, პროფილაქტიკური კვლევებით დასრულებული, თითქმის ყველაფერზე ოჯახის ექიმი გვაძლევს მიმართვას, მკურნალობაზე რეკომენდაციას ან მიგვასწავლის ჩივილების შესაბამის სპეციალისტს.
რა სერვისებს გვთავაზობს ოჯახის ექიმი?
ოჯახის ექიმს მომსახურება ბევრი მიმართულებით შეუძლია, გაგვიწიოს. ძირითადად კი ოჯახის ექიმს მიმართავენ შემდეგი სერვისის მისაღებად:
პროფილაქტიკური შემოწმებები – ჯანმრთელობის ზოგადი მდგომარეობის გადასაკონტროლებლად და დაავადებების პრევენციისთვის ოჯახის ექიმს მივმართავთ;
დიაგნოსტიკა და მკურნალობა – ინფექციური, ქრონიკული და სხვა დაავადებების ამოცნობა და შესაბამისი თერაპიის დანიშვნა, უმეტესწილად, სწორედ ოჯახის ექიმის მხრიდან ხდება ხოლმე;
გადამისამართება სხვა სპეციალისტთან - ჩივილების, სიმპტომების გათვალისწინებით სწორედ ოჯახის ექიმი გვიწევს კონსულტაციას, რომელი სფეროს წარმომადგენელი დაგვეხმარება გამოჯანმრთელებაში;
ოჯახის ექიმი გამოძახებით – განსაკუთრებულ შემთხვევებში შესაძლებელია ოჯახის ექიმის სახლში გამოძახება, რაც კომფორტულია განსაკუთრებით იმ პაციენტებისთვის, ვისაც გადაადგილება უჭირს. მაგალითად, ყველას გვახსოვს პანდემიის პერიოდში სერვისი, როცა პაციენტებს ოჯახის ექიმი გამოძახებით ემსახურებოდა ხოლმე.
გარდა ამისა, ოჯახის ექიმი გვაძლევს ზოგად რეკომენდაციებსაც, მაგალითად, ცხოვრების ჯანსაღი წესის, პროფილაქტიკური გამოკვლევების, პერიოდულობის შესახებაც.