გასტროენტეროლოგია
3 ექიმი
გასტროენტეროლოგია არის მედიცინის დარგი, რომელიც იკვლევს საჭმლის მომნელებელი სისტემის პათოლოგიებს. როგორც სხვა დაავადების შემთხვევაში, გასტროენტეროლოგიური და ჰეპატოლოგიური პრობლემების დროული დიაგნოსტიკა გადამწყვეტია ეფექტური მკურნალობისთვის. ამიტომ, მნიშვნელოვანია ძირითადი სიმპტომების ცოდნა, რომლებიცაა:
ნებისმიერი ხასიათის ტკივილი მუცელში;
ტკივილი მშიერზე ან ტკივილი ღამით კუჭის მიდამოში;
გულძმარვა, ბოყინი, ყლაპვის გაძნელება, ტკივილი ყლაპვის დროს;
უსიამოვნო სუნი, მჟავე, მწარე გემო პირის ღრუში;
გულისრევა, ღებინება;
ნებისმიერი ფაღარათი;
ყაბზობა (შეკრულობა);
ხანგრძლივი შებერილობა;
უმადობა;
უმიზეზო წონაში კლება;
გაურკვეველი გამონაყარი კანზე.
რა შემთხვევაში უნდა მიმართოთ ჰეპატოლოგს?
ზოგადი სისუსტე/ადვილად დაღლა;
ტკივილი ან დისკომფორტი მარჯვენა ფერდქვეშა მიდამოში;
სიყვითლე კანზე ან სკლერებზე;
შარდის ფერის გამუქება;
ქავილი სხეულის ნებისმიერ მიდამოში;
გაურკვეველი გამონაყარი კანზე.
მკურნალობის მეთოდები:
გასტროსკოპია ბიოფსიით, მორფოლოგიური შესწავლით;
კოლონოსკოპია ბიოფსიით, მორფოლოგიური შესწავლით;
მუცლის ღრუს ექოსკოპია დოპლეროგრაფიით;
ღვიძლის ელასტოგრაფია (ფიბროსკანი).
ლაბორატორიული კვლევები:
რუტინული“ სისხლის საერთო, ელექტროლიტები, რკინა, ფერიტინი, ფოლიუმის მჟავა, C რეაქტიული ცილა და სხვ. (დასალინკია ლაბორატორიის სექცია);
ჰელიკობაქტერ პილორის (Helicobacter pylori) სეროლოგია;
საკვების აუტანლობის ტესტი (80 და 140 საკვებ პროდუქტზე) (დასალინკია);
ვირუსული ჰეპატიტის მარკერები;
ებშტაინ-ბარის ვირუსის, ციტომეგალოვირუსის სეროლოგია;
ღვიძლის ფუნქციური სინჯები;
ლიპიდური სპექტრი;
ვიტამინი B12;
ფეკალური კალპროტექტინი;
ლაქტოზის აუტანლობა;
გლუტენის აუტანლობა;
ღვიძლის აუტოიმუნური აუტოანტისხეულების პანელი.