ქირურგია

3 ექიმი

ქირურგია მედიცინის ერთერთი უმნიშნელოვანესი დარგია, რომელიც პაციენტის გამოჯანმრთელებას ოპერაციით უზრუნველყოფს.

ქირურგიული ჩარევა, ოპერაცია, ხშირად ერთადერთი გზაა სიცოცხლის გადასარჩენად ან ცხოვრების ხარისხის გასაუმჯობესებლად. თანამედროვე ქირურგია განუწყვეტლივ ვითარდება, რაც ოპერაციებს კიდევ უფრო უსაფრთხოსა და ეფექტურს ხდის.

ქირურგიის ძირითადი სახეობები და განსხვავებები

ოპერაცია შეიძლება დაგვჭირდეს ნებისმიერ ორგანოსა თუ კიდურზე - თვალზე, კუჭზე, მუხლზე. ქირურგია მრავალ სხვადასხვა მიმართულებას მოიცავს - ეს შეიძლება იყოს როგორც ჯანმრთელობის პრობლემებით გამოწვეული, ისე ესთეტიკური. 

მაგალითად, ესთეტიკური ქირურგია ძირითადად ფოკუსირებულია პაციენტის გარეგნობაში ცვლილებების შეტანაზე.

ქირურგიულ ჩარევებს შორის განსხვავება არის იმის მიხედვითაც, თუ როგორ ტარდება ოპერაცია. 

მაგალითად, ღია ქირურგია – ტრადიციული მეთოდია, სადაც ოპერაციის ჩასატარებლად საკმაოდ მოზრდილი კვეთით და გამოჯნამრთელების პერიოდიც შედარებით დიდია.

მინიმალურად ინვაზიური ქირურგია – მცირე კვეთებით შესრულებული ოპერაციებია, რომელთა შორისაცაა: 

  • ლაპაროსკოპია – სპეციალური კამერიანი მილი (ლაპაროსკოპი) შეჰყავთ მცირე ჭრილობიდან, რაც ქირურგს საშუალებას აძლევს, ორგანოები დაათვალიეროს დიდი განაკვეთის გარეშე. ხშირად გამოიყენება მუცლის ღრუს ოპერაციებისთვის, მაგალითად, ნაღვლის ბუშტის ამოსაღებად ან ბრმა ნაწლავის ამოსაკვეთად.

  • რობოტული ქირურგია – ლაპაროსკოპიულ ოპერაციებს ჰგავს, მაგრამ ქირურგი ინსტრუმენტებს უშუალოდ ხელით არ ამოძრავებს. ამის ნაცვლად, ის სპეციალური კომპიუტერული პანელის საშუალებით მართავს რობოტულ ხელსაწყოებს, რაც ოპერაციას უფრო ზუსტსა და უსაფრთხოს ხდის.

  • ენდოსკოპია – ამ პროცედურის დროს მცირე, მოქნილი მილი (ენდოსკოპი) შეჰყავთ ბუნებრივი ღიობებიდან, მაგალითად, პირის ღრუდან ან სწორი ნაწლავიდან. ძირითადად გამოიყენება საჭმლის მომნელებელი სისტემის ორგანოების შესასწავლად და ქსოვილების ნიმუშების ასაღებად.

  • ართროსკოპია – სახსრების შესასწავლად გამოიყენება სპეციალური მილი (ართროსკოპი), რომელიც მცირე ჭრილობიდან შეჰყავთ. ხშირად გამოიყენება მუხლის, მხრის ან თეძოს სახსრის პრობლემების დიაგნოსტირებისა და მკურნალობისთვის.

  • ბრონქოსკოპია – ფილტვების მთავარი სასუნთქი გზების (ბრონქების) გასინჯვის მეთოდი, რომელიც შეიძლება გამოყენებული იყოს დაავადებების დიაგნოსტირებისთვის, ნიმუშების ასაღებად ან უცხო სხეულების მოსაშორებლად.

  • თორაკოსკოპია – გულმკერდის ღრუში მინიმალური ჩარევით შესვლის მეთოდი, რომელიც გამოიყენება ფილტვების და გულმკერდის ღრუს სხვა ორგანოების გასაკონტროლებლად.

  • ცისტოსკოპია – შარდის ბუშტისა და ურითრის შესასწავლი პროცედურა, რომელიც შეიძლება გამოიყენონ შარდის ბუშტის დაავადებების დიაგნოსტირებისა და მკურნალობისთვის.

  • ჰისტეროსკოპია – საშვილოსნოს ღრუსა და საშვილოსნოს ყელის შესასწავლი პროცედურა, რომელიც ეხმარება ექიმებს გინეკოლოგიური დაავადებების დიაგნოსტირებასა და მკურნალობაში.

  • ლარინგოსკოპია – ხმის იოგებისა და ყელის შესასწავლი პროცედურა, რომელიც შეიძლება გამოყენებულ იქნას ხმის ცვლილებების, ტკივილის ან ტრამვის დროს.

ოპერაციების კიდევ ერთი მეთოდია ლაზერული ოპერაცია - ამ დროს ფოკუსირებულ სინათლის სხივს იყენებენ  დაზიანებული ქსოვილების გასაჯანსაღებლად ან არასასურველი უჯრედების მოსაშორებლად. იგი გამოიყენება თვალის ოპერაციებში, გინეკოლოგიაში, სტომატოლოგიაში და კოსმეტიკურ ქირურგიაში. ასევე, შეიძლება გამოყენებულ იქნას ნაწიბურების, ტატუების, ნაოჭებისა და მცირე სიმსივნური წარმონაქმნების მოსაშორებლად.

ელექტროქირურგია ელექტრულ იმპულსებს იყენებს, რომლებიც ქსოვილის გაჭრასა და სისხლდენის კონტროლში ეხმარება ქირურგს. ერთ-ერთი მეთოდია, მაგალითად, ელექტროკოაგულაცია, რომელიც სისხლდენას აჩერებს სისხლის შედედების გზით. ასევე არსებობს ელექტროდესიკაცია, რომელიც გამოიყენება მცირე წარმონაქმნების მოსაცილებლად.

ულტრასონიკური ქირურგიის შემთვევაში კი სპეციალისტი იყენებს სპეციალურ ხელსაწყოს, რომელიც ულტრაბგერის ენერგიას იყენებს ქსოვილის გასაჭრელად, სისხლძარღვების დასახურად და სისხლდენის შესაჩერებლად.

რატომ არის აუცილებელი, რომ ოპერაცია გამოცდილმა ქირურგმა ჩაატაროს?

ნებისმიერი ოპერაცია მოითხოვს მაღალკვალიფიციურ სპეციალისტს, რომელიც ფლობს საჭირო ცოდნასა და გამოცდილებას. ქირურგის პროფესიონალიზმი განსაზღვრავს როგორც ოპერაციის წარმატებას, ისე პაციენტის სწრაფ რეაბილიტაციას. გამოცდილი ქირურგი კარგად მართავს შესაძლო გართულებებს, რაც ამცირებს პოსტოპერაციული გართულებების რისკს.

სწორედ ამიტომ, იქნება ეს მუცლის ღრუს ქირურგი, თუ ყბა-სახის ქირურგი - სპეციალისტი კარგად უნდა შევარჩიოთ. პირველ რიგში ყურადღება უნდა მივაქციოთ ისეთ გარემოებებს, როგორიცაა კლინიკა - სად მუშაობს ქირურგი და როგორი აპარატურით, რა ტექნოლოგიების დახმარებით ატარებს ოპერაციას. ცხადია, მნიშვნელოვანი ასპექტია მისი გამოცდილება და კვალიფიკაციაც.

რას სთავაზობს ენმედიცი თავის პაციენტებს?

კლინიკა ენმედიცი გამოირჩევა ენდოკრინოლოგიური ქირურგიის მაღალი დონის მომსახურებით, განსაკუთრებით ფარისებრი ჯირკვლის ოპერაციების მიმართულებით. ჩიყვისა და სიმსივნეების მკურნალობისას გამოიყენება როგორც ტრადიციული, ისე ტრანსორალური (ე.წ. კვეთის გარეშე) მეთოდი, რომელიც საშუალებას იძლევა, ოპერაცია ჩატარდეს კანის ზედაპირზე ნაწიბურის გარეშე. ეს განსაკუთრებით მნიშვნელოვანია იმ პაციენტებისთვის, რომლებიც მინიმალურ ინვაზიურ ჩარევასა და სწრაფ რეაბილიტაციას ანიჭებენ უპირატესობას.

გარდა ფარისებრი ჯირკვლის ქირურგიისა, კლინიკა გვთავაზობს მუცლის ღრუს ქირურგიას როგორც ღია, ისე ლაპაროსკოპიული (დახურული) მეთოდებით. ენმედიცის მაღალკვალიფიციური ქირურგები წარმატებით ატარებენ ოპერაციებს ნაღვლის ბუშტზე, ღვიძლზე და სხვა შინაგან ორგანოებზე.

ასევე, კლინიკას აქვს გინეკოლოგიური ქირურგიის განყოფილებაც, რომელიც მოიცავს როგორც ტრადიციულ, ისე მინიმალურად ინვაზიურ მეთოდებს.

ენმედიცი აერთიანებს თანამედროვე ტექნოლოგიებსა და მაღალკვალიფიციურ ქირურგიულ გუნდს, რათა პაციენტებმა მიიღონ საუკეთესო შედეგი – ნაკლებად ტრავმული ოპერაციებით, სწრაფი გამოჯანმრთელებითა და მკურნალობის მაქსიმალურად კომფორტული პროცესით. 

სწორედ ამიტომ, აირჩიეთ ენმედიცი, თქვენი საუკეთესო პარტნიორი ჯანდაცვაში და ანდეთ ჯანმრთელობა საუკეთესო პროფესიონალებს.

ექიმები

ირაკლი ლაცაბიძე

ზოგადი ქირურგი, ონკოქირურგი

გიორგი გაფრინდაშვილი

ზოგადი ქირურგი

მინდია ლანჩავა

ონკო-ქირურგი