დიაბეტის მართვა ბავშვებში - სახელმწიფო პროგრამა

პროგრამის ფარგლებში დიაბეტით დაავადებულ ბავშვთა მომსახურების კომპონენტით გათვალისწინებულია შემდეგი სერვისები:
▪️ ენდოკრინოლოგის კონსულტაცია/მეთვალყურეობა - წელიწადში 4-ჯერ;
▪️ სისხლის საერთო ანალიზი - წელიწადში 2-ჯერ;
▪️ შარდის საერთო ანალიზი - წელიწადში 2-ჯერ;
▪️ შარდის ანალიზი მიკროალბუმინურიაზე წელიწადში 1-ჯერ;
▪️ ნევროლოგის კონსულტაცია / ნეიროპათიული კვლევა წელიწადში 1-ჯერ;
▪️ გლიკოჰემოგლობინის განსაზღვრა კაპილარული სისხლით (კვარტალში ერთხელ) - წელიწადში 4-ჯერ;
▪️ დიაბეტით გამოწვეული თვალის დაავადებების მონიტორინგი (მათ შორის გუგის გაფართოებისგზით თვალის ფსკერის ბიომიკროსკოპული კვლევით, ან მიდრიაზული 7 ველიანი სტერეოსკოპულიფუნდუს ფოტოგრაფიით, ან მიდრიაზული ან არა მიდრიაზული 2 ველიანი ფუნდუს ფოტოგრაფიით, ანპირდაპირი ან არაპირდაპირი ოფთალმოსკოპიით) წელიწადში 2-ჯერ.
▪️ პროგრამის მოსარგებლეების და მათი მშობლების სამედიცინო განათლება - წელიწადში 4-ჯერ;
▪️ ფიზიკური რეაბილიტაციის უზრუნველყოფა, პაციენტის სურვილის შემთხვევაში - წელიწადში 10-ჯერ;
▪️ საჭიროების შემთხვევაში, პაციენტებისათვის, რომელთაც არ ესაჭიროებათ მედიკამენტისდოზის კორექცია, სამედიცინო ცნობის და რეცეპტის გაცემა.
მომსახურების ღირებულება სახელმწიფოს მხრიდან ანაზღაურდება სრულად და არ ითვალისწინებსთანაგადახდას პაციენტის მხრიდან.